top of page
How-To-Save-Tik-Tok-Videos-Gear-1479771697.webp

დეზინფორმაციისგან სრულად დაცვას ვერც ერთი სოციალური ქსელი უზრუნველყოფს, თუმცა ზოგიერთ პლატფორმას ასეთი შინაარსისგან დაცვის ნაკლებად მკაცრი პოლიტიკა აქვს. ასეთია ვიდეოების გაზიარების პოპულარული ქსელი TikTok-ი.  

TikTok-ზე ქვეყნდება 3 წამიდან 60 წუთამდე ხანგრძლივობის ვიდეოები, რაც მას მრავალფეროვანი კონტენტის პოსტვისთვის იდეალურ პლატფორმად აქცევს. 2022 წლის მონაცემებით ის ადამიანები, რომლებიც პლატფორმას ახალი ამბების გასაცნობად იყენებდნენ, 20%-ს დეზინფორმაციას იღებდნენ

კვლევის შედეგად დგინდება, რომ TikTok-ის 540 ვიდეოდან 105 ვიდეო დეზინფორმაციას შეიცავს. TikTok-ის პოპულარობამ და მისი ალგორითმების უნიკალურმა მახასიათებლებმა დეზინფორმაციის წინააღმდეგ მებრძოლებს ახალი თავსატეხი გაუჩინა. შექმნა ახალი გამოწვევები, რომლებიც დეზინფორმაციის გავრცელებას უკავშირდება.

Your paragraph text_edited.jpg

სხვა სოციალური ქსელებისა თუ პლატფორმებისგან განსხვავებით, ბევრად მარტივია მიზნის მიღწევა - ვიდეო კონტენტის, შესაბამისად, დეზინფორმაციის გავრცელება,  რამდენიმე მიზეზის გამო:

plain-white-background-or-wallpaper-abstract-image-2E064N7.jpg
Your paragraph text.png
Screenshot (174).png

ინდოეთში ჩატარებულმა საველე ექსპერიმენტმა დაადგინა, რომ ვიდეოთი გადმოცემული ამბავი უფრო მეტად დამაჯერებელია, ვიდრე წერილობით. შესაბამისად, TikTok-ზე ძირითადად გვხვდება ვიდეო მასალები, რომლის გაყალბებაც რთული აღარ არის.

LYNXMPEH0P0PE.jpg

როგორც აღმოჩნდა, TikTok-ი საქართველოში ანტიდასავლური და პრორუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაცის გავრცელების კუთხით აქტიურად გამოიყენება. პლატფორმაზე დეზინფორმაციის გავრცელება რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად დაიწყო. დეზინფორმაციის ავტორები კი სწორედ კრემლის მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებები არიან. Alliance for Securing Democracy (ASD)-იკვლევის მიხედვით, 78 TikTok ანგარიშისგან შემდგარი ქსელი აქტიურად ავრცელებს რუსულ პროპაგანდასა და დეზინფორმაციას. შესაბამისად, TikTok-ის, როგორც დეზინფორმაციის გავრცელების აქტიური საშუალება რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება. ეს ტენდენცია კი საქართველოსაც შეეხო. საქართველოში აქტიურად დაიწყეს პოლიტიკოსებმაც და ასევე სხვა ანგარიშებმაც TikTok-ზე ვიდეოების გამოქვეყნება.საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) 2023 წლის მონაცემებით, საქართველოში სოციალური მედიის ყველაზე მეტად გამოყენებად პლატფორმებს შორის TikTok მესამე ადგილზეა.

 

რომ საქართველოში ტიკტოკი ძალიან პოპულარული გახდა, კვლევაც ადასტურებს, რომლის მიხედვითაც აპლიკაციას 150 000-ზე მეტი ადამიანი იყენებს, აქედან კი დაახლოებით 50% არის 18-24 წლამდე. თუ მსოფლიოში ტიკტოკი, როგორც პოლიტიკისთვის საჭირო პლატფორმა ხდება რუსეთ-უკრაინის დროს, საქართველოში ამის გააქტუალიზება უკავშირდება 2023 წელს "რუსული კანონის" გაწვევას. 

2024 წელს კი შინაარსიცა და ტენდენციაც შეიცვალა. კვლევა: "პოლიტიკა ტიკტოკზე - როგორ იყენებს ხელისუფლება გასართობ პლატფორმას პროპაგანდისთვის?", რომელიც TikTok პლატფორმის შინაარს აანალიზებს, ცხადყოფს, რომ ის ანგარიშები, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ, განსაკუთრებით მაშინ აქტიურდებიან, როდესაც ქვეყანაში კრიზისები ან სკანდალური ამბები ვრცელდება. ამის მაგალითია, რაჭის ტრაგედია და პრეზიდენტის იმპიჩმენტი. აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლის რაჭის ტრაგედიაზე 15-მა ანონიმურმა არხმა ჯამში 59 ვიდეო გამოაქვეყნა. პრეზიდიენტის შესახებ კი 2023 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში გამოქვეყნდა 51 ვიდეო 23 ანონიმური ანგარიშის მიერ. ვიდეოები სალომე ზურაბიშვილის წინაშე ირაკლი კობახიძის სიმართლეზე მიუთითებდა .

image.png
  • TikTok  პლატფორმა პოლიტიკურად განსაკუთრებით აქტიურდება არჩევნების წინ. კვლევის მიხედვით,  ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედი არხები, რომლებიც Facebook-ზე იზღუდებიან,  TikTok-ზე აქტიურდებიან. დეზინფორმაცია, რომელიც ვრცელდება ძირითადად შეიცავს  პირადი ან იუმორისტული შინაარსის მასალებს. TikTok-ზე აგრეთვე აქტიურად არიან "ალტ-ინფოს" მხარდამჭერები, რომლებიც სოციალურ მედიაში ავრცელებენ მოწოდებებს “ალტ-ინფოში” გაწევრიანების შესახებ.

  • აგრეთვე აქტიურია  TikTok არხი: "ფუკოს ქანქარა", რომელიც წარმოაჩენს, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევის გზაა. აგრეთვე ეს არხები მუშაობენ კოორდინებულად, რადგან იყენებენ ერთი და იმავე ჰეშთეგებს.

  • კვლევის მიხედვით, TikTok-ზე ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედი ანგარიშები ხელისუფლების ოპონენტებზე აქტიურები არიან. მრავლადაა ხელისუფლების მაქებარი ანგარიშებიც ისევე, როგორც მოქმედებენ ანტი-სახელისუფლებო არხებიც, რომლებიც ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეურაცხყოფით გამოირჩევიან..

1_uP-AXmQQfnq4hGxLVJyrNA.jpg
image.png

ქართულ TikTok-ზე 2024 წელს კი ისეთ დეზინფორმაციას ვხვდებით, რომელიც უკავშირდება ქართულ იდენტობასა და ნაციონალიზმს. იხილეთ თემები, რომლებიც განსაკუთრებულად ხშირად გამოიყენება:

SUBSCRIBE

TikTok-სა და სახელმწიფოების "ტოქსიკური" ურთიერთობა

image.png

TikTok-ის სრული ან ნაწილობრივი აკრძალვის შესახებ დისკუსია ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობს. აშშ ეჭვობს, რომ

რომ მონაცემები, რომელსაც ჩინური აპლიკაცია TikTok აგროვებს, შესაძლოა, რომ ჩინეთის ხელისუფლების ხელში ხვდებოდეს და ის ამერიკელების წინააღმდეგ იქნას გამოყენებული. უსაფრთხოების მიზეზით, აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ და ევროკავშირმა მთავრობის წევრების მობილურებზე TikTok-ის გამოყენება აკრძალა. 

საპასუხოდ აპლიკაციის მშობელი კომპანია ByteDance აცხადებს, რომ ის სხვა სოციალური ქსელების მსგავსად ოპერირებს და მისი მომხმარებლების მონაცემებს იცავს

image.png

კომპანიის მტკიცების მიუხედავად, რომ ის ქვეყნის ხელისუფლების გავლენებისგან თავისუფალია, მაგალითები ეწინააღმდეგება, მაგალითად, ფორეზა აზიზის ვიდეო, რომელიც, თითქოს, ეხებოდა წამწამებს, მაგრამ სინამდვილეში ჩინეთის ხელისუფლებას აკრიტიკებდა, პლატფორმიდან წაიშალა. 

TikTok ასევე ირწმუნება, რომ აამოქმედა დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროგრამა. ასევე, პლატფორმის წესების მიხედვით, იზღუდება პოტენციურად მაღალი ზიანის მქონე დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორიები.

image.png
image.png
bottom of page